RSS

მოგზაურობა თუშეთში დღენახევარში – 25

ოლიკო ცისკარიშვილი

სტატია ცხელ გულზე უნდა დაიწეროს, ბლოგიც. ასე ვმუშაობდი ყოველთვის. არ მიყვარს გადადებული საქმე, მით უმეტეს წერა. ამჯერადაც, ასე ვაპირებდი, მაგრამ გუშინ ისე შეუძლოდ ვიყავი, რომ კომპიუტერთან ვერ დავჯექი. მინდა მოგიყვეთ დღენახევრიან მოგზაურობაზე თუშეთში, რაც ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი რამ იყო. სხვა არ ვიცი, როგორ, მაგრამ იმდენად მავსებს და იმდენ ენერგიას მაძლევს, იმხელა სიამოვნებაა ჩემთვის თუშეთი, რომ თანახმა ვიყავი, წავსულიყავი, მოუხედავად იმისა, რომ სასტიკად გაციებული ვიყავი.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 22/07/2025 დუიმი უკატეგორიო

 

სტუდენტები და ნარკოტიკები-აუდიტორიის ჩრდილში მოქცეული ბრძოლა

ელენე ჩუბინიძე

მათ ვხვდებით ყოველდღე – სტუდენტებს, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან სხვებისგან: ყურსასმენები, ლეპტოპები, ლექციებზე დასწრება და გამოცდების მოლოდინი. თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს თითქოს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა შიგნიდან გაუტეხავი ბრძოლაა – ბრძოლა ნარკოტიკებთან, საკუთარ თავთან, მოტივაციის დაკარგვასთან და სოციუმთან გამკლავების ჭიდილთან. უნივერსიტეტებში, ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ იშვიათად მათზე, როგორც ჩვენი რეალობის ნაწილზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 11/06/2025 დუიმი უკატეგორიო

 

ქართველი ახალგაზრების უმრავლესობა, მომავალს, სამშობლოს გარეშე, უცხოეთში გეგმავენ

ხატია ბარამიძე

გლობალიზაციის ეპოქაში საერთაშორისო განათლება ქართველ ახალგაზრდებს მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ სწავლის არჩევანს მაღალი ხარისხის განათლების, უკეთესი კარიერული პერსპექტივებისა და თვითგანვითარების მიზნით აკეთებს, ხოლო სხვებისთვის, ეს შესაძლოა ეკონომიკური გარემოსგან გამოწვეული იძულებითი ნაბიჯი იყოს. თუმცა, ყველა სტუდენტი, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა სურს, ვერ ახერხებს ამ გზის გაკვლევას.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 29/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

როცა წასვლა გადარჩენაა

ლიზი ხარჩილავა

„სადღაც აქ ვარ, და მაინც მგონია, რომ არ მეკუთვნის“, – ამბობს თემო, 26 წლის, რომელიც უკვე მესამე წელია ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოველდღე ერთსა და იმავე მარშრუტს გადის: პატარა კაფედან მეტრომდე, მეტროდან – დროებით საცხოვრებლამდე, რომელიც ახლა უკვე მუდმივივითაა, – „თავიდან მეგონა, ცოტახნით წასვლა მჭირდებოდა. გავერთობოდი, ვნახავდი ახალ სამყაროს და დავბრუნდებოდი. მაგრამ მერე მივხვდი – აქ ყოფნა სიამოვნებაზე აღარ იყო, უბრალოდ გადარჩენაზე გადავიდა.“

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 28/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

გარემოვაჭრეთა პრობლემები ყოველდღიურად იზრდება

მარიამ გოზალიშვილი

„პენსია არ მყოფნიდა. ორი შვილი მყავს, სტუდენტები. არ მქონდა დრო და ფუფუნება, მელაპარაკა კანონზე  – კალათა ავიღე და ქუჩაში გამოვედი,“ – ამბობს 59 წლის გარემოვაჭრე ქეთევან დვალიშვილი (სახელ-გვარი შეცვლილია), რომელსაც ხელთ ხილის კალათი უჭირავს, გვერდით პატარა სკამი უდევს. ქეთევანი წლებია გორის ხილ-ბოსტნეულის  ბაზართან ახლოს, ხილსა და ბოსტნეულს ყიდის. მის ისტორიაში ბევრია საერთო იმ ასობით ადამიანის თავგადასავალთან, ვინც გადარჩენისთვის იბრძვის და თავისი საქმიანობისთვის ყოველდღე უსამართლობას ეჯახება. ქეთევანი ვაჭრობას 2010 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 19/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

სტუდენტური ცხოვრება ქართულად – როგორ გადავრჩეთ თვეში 300 ლარად?

ენი ცხვედაძე

 როგორც ჩემი ლექტორი ამბობს, სტატია პოზიტიურად უნდა დაიწყოო ჰოდა პოზიტიურად გეუბნები მკითხველო, რომ ამ სტატიაში გაგიზიარებ 5 მარტივ რჩევას, თუ როგორ უნდა გადარჩე თვეში 300 ლარად. რჩევები სტატიის ბოლოს შეგიძლია ნახო, ხოლო მანამდე გაგაცნობ იმ რეალობას, სადაც სტუდენტური წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და ლაღი მონაკვეთია შენს ცხოვრებაში.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 03/05/2025 დუიმი უკატეგორიო

 

ხანძარი მღვიმეში

ადგილობრივების ინფორმაციის, დღეს დილას, ხვედელიძეების კლდის უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ცეცლის კერები შენიშნეს.

მობილიზებულის სამაშველო ბრიგადები. დამთვარიელებლები ხანძრის კერიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს. დამწვარია მღვიმეში არსებული ტერიტორია, ხანძრის კვალი ამჩნევია სტალაქტიტებს… სახანძრო სამსახური მღვიმეში არ ჩანს, ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა უმკლავდება. სამაშველო სამსახური არ აპირებს სტალაქტიტების გამო, ადგილზე გასვლას. მათი აზრით, წყლის დიდი ჭავლი სტალაქტიტებს დააზიანებს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 01/04/2025 დუიმი უკატეგორიო

 

გზების ხარჯზე მოგვარებული წყლის პრობლემა ხაშურში

სანდრო ციყელაშვილი

   ხაშურის მოსახლეობას უკვე დიდი ხანია ტანჯავს გზის გაუმართაობა ქალაქში, რაზეც არც პასუხის გაცემას და შესაბამისად არც პრობლემის მოგვარებას არავინ აპირებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს მოსახლეობის იგნორირება? – ეს კითხვა ჯერ-ჯერობით, პასუხგაუცემელი რჩება.

   2023 წლის შემოდგომის მიწურულს საქართველოს შუაგულში მდებარე, ქალაქ ხაშურში, წყალკანალის პროექტი დაიწყო.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 26/03/2025 დუიმი უკატეგორიო

 

პაპილომა ვირუსის რისკები და პრევენცია

გვანცა ლაცაბიძე

ნათქვამია, ადამიანები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენო. კორონა ვირუსის შემდეგ, ნებიესმიერ ახალ ვირუსზე ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს და თანაც არც თუ ისე პოპულარულია, დღეს უკვე ხალხის დაინტერესებას იწვევს და მისგან თავის დაცვას ასწავლის. სწორედ, ამიტომ, დღეს ვისაუბროთ პაპილომა ვირუსზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 27/11/2024 დუიმი უკატეგორიო

 

სეზონური გრიპის ვაქცინა – საფრთხე თუ გამოსავალი?

იმუნიზაცია, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა

მარიამ ეგაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ინფლუენზას (უფრო ცნობილი, როგორც „გრიპი“) წინააღმდეგ ვაქცინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის 18 ოქტომბერს, დაიწყო. ვაქცინები საქართველოში მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შემოვიდა და თბილისისა და რეგიონების კლინიკებში გადანაწილდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

მარნეულში, სადაც სეზონური გრიპის ვაქცინაცია მიმდინარეობს, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, ეთერ ლაფერაძის თქმით, იმუნიზაცია მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში, „მედX“-სსა და სოფლის ამბულატორიებშია ხელმისაწვდომი. ჯეო ჰოსპიტალშივაქცინაცია მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს არის შესაძლოებელი, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში კი ყოველდღიურად“. მარნეულში იმუნიზაცია 18 ოქტომბერს დაიწყო და მუნიციპალიტეტს ვაქცინის 700 დოზა გადაეცა. ლაფერაძე განმარტავს, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა მარნეულს არ აქვს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 27/11/2024 დუიმი უკატეგორიო